Wednesday, November 5, 2014

შეხვედრა მსახიობთან


თელავის მე-2 საჯარო სკოლის მე-7ბ კლასის  მოსწავლეებმა გადაწყვიტეს შეხვედრა თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, ვანო იანტბელიძესთან. მათ წინასწარ მოიძიეს ინფორმაცია მსახიობის შესახებ. მათ დაუსვეს კითხვები არა მხოლოდ საკუთრივ მის შემოქმედებაზე, არამედ იმაზეც რას ფიქრობს იგი ზოგადად ხელოვნებაზე, მის დანიშნულებაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თანამედროვე მიმდინარეობებზე და ვინ იცის კიდევ რამდენ საინტერესო თემაზე.






Monday, October 27, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს  დავამთავრეთ  ინტელის გაკვეთილები..  ყველამ  წარმოვადგინეთ პრეზენტაცია.  ერთმანეთს   მივეცით შენიშვნები  როგორც  დადებითი ასევე უარყოფითი.ამ ტრენინგმა  შემძინა დიდი გამოცდილება. მინდა მადლობა  გადავუხადო  ქალბატონ  ლალი  გიგაურს  ,რომ ასე  ხალისიანად  და სასიამოვნოდ  წარმართა ჩვენი  გაკვეთილები.

Tuesday, October 21, 2014

მერვე დღის რეფლექსია.

დღეს   ჩვენ დავამთავრეთ  ინტელის  ბოლო  გაკვეთილი. ჩვენ    საბოლოოდ  გადავამოწმეთ  პორტფელიო,     ჩვენს      ბლოგში  .    შევიტანეთ  საჭირო  ცვლილებები  და  გამოვაქვეყნეთ.   მზად  ვართ  პრეზენტაციისთვის.

Saturday, October 18, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ  მეექვსე  მოდულზე  შევავსეთ კითხვარი.ვიმუშავეთ  სასწავლო  გეგმის  შაბლონზე.კითხვარი დიფერენცირებული  სწავლების შესახებ. ბოლომდე დავწერო სასწავლო  პროცედურები .

Friday, October 17, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

განვიხილეთ    შეფასების  კრიეტერიუმები  ვიმუშავეთ     მეხუთე მოდულის  ბლოგებში.გვაქვს საშინაო  დავალება  მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომის ადაპტირება.

Tuesday, October 14, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ მესამე და მეოთხე მოდული. ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე. გავაკეთეთ პრეზენტაცია გავეცანით საავტორო უფლებებს შევქმენით ახალი გვერდებიშევცვალეთ ჩვენი ბლოგის დიზაინი ჩავინიშნეთ საშინაო დავალება.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი



ქართული კულტურის ძეგლები


გრემი ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ააგო კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს. მოხატვა დაუმთავრებიათ 1577 წელს.
ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუშია გრემის მთავარანგელოზი, რომელიც დღევანდელ სოფელ გრემის სამხრეთით, თელავიდან ყვარლისკენ მიმავალი სამანქანო გზის 27- კილომეტრზე მდებარეობს, იქ სადაც მდინარე ინწობასთან კავკასიონის ქედის კალთებს სამანქანო გზა უშუალოდ ეხება სხვა მრავალ ნაგებობათა შორის (აბანოები, ქარვასლები, საცხოვრებელი სახლები, კარის ეკლესიები და სხვა) თავისი შენახულობით ხელსაყრელად გამოირჩევა მცირე ბორცვზე მოხდენილად აღმართული ნაქალაქარის შიდა ციხის შენობათა ჯგუფი










XV საუკუნის შუახანებში, ქალაქ გრემის დაარსებისას, სასახლისათვის და საერთოდ ციტადელისათვის, მდინარე ინწობაზე ჩამომავალი ქედის შემაღლებული ბოლო შეურჩევიათ. ამ ადგილს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ იგი ბატონობდა ქალაქზე და ამავე დროს ქალაქის განუყოფელი ნაწილი იყო. ფეოდალურ ქალაქს ასეთი განლაგება აწყობდა და შეიძლება ითქვას, მისი კლასიკური სახეც შეიქმნა. მდინარე იმწობას გასწვრივ, აღმოსავლეთით და დასავლეთით, განლაგებულია ქალაქის კვარტლები. ქალაქს სამხრეთით მდინარე ებჯინება, ჩრდილოეთით კი- მთები.
2007  წლის 24 ოქტომბრიდან გრემის სამეფო სასახლე და ეკლესია შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

ალავერდი საკათედრო ტაძარი და მონასტერი. ალავერდის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე სოფ. ალავერდთან (ახმეტის მუნიციპალიტეტი), თელავიდან 20 კმ-ზე.
ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.
ალავერდის მონასტერი, რომელიც VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა 13 ასურელ მამათაგანმა. მდებარეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ში. დღეს არსებული წმ. გიორგის ტაძარი XI -ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი (41,7 X 26,4 ) სიმაღლით 50 მეტრზე მეტია.









მაშასადამე, ჩვენ გამოვიტანეთ ასეთი მსგავსება და განსხვავება ამ ორ ტაძარს შორის, რომ ალავერდის ტაძარი მდებარეობს ალაზნის ველზე, სოფელ ალავერდთან. ის მე-6 საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ხოლო გრემის ტაძარი ააგო კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს და მდებარეობს მაღალ გორაკზე.
ვიზუალურად ორივე ტაძარს აქვს მსგავსი გუმბათი.